The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გავრილ კაჩალინი

გავრილ კაჩალინი
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1911
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1995  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა მოსკოვში. ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა მოსკოვის "ვოლნი ტრუდში" (1928-32), გომელის "დინამოსა" და ამავე ქალაქის ნაკრებში (1933-35), მოსკოვის "დინამოში" (1935-42). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 36 მატჩი. სსრკ ჩემპიონი (1937, 40) და თასის მფლობელი (1937). იყო მოსკოვის "შრომითი რეზერვების" (1945-48), მოსკოვის "ლოკომოტივის" (1949-52). იყო სსრკ ნაკრების (1955-58, 1960-62, 1968-70), ტაშკენტის "ფახთაქორის"(1963, 1975), თბილისის "დინამოს" (1964-65, 1971-72) და მოსკოვის "დინამოს" (1973-74) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ნაკრებმა მოიპოვა ოლიმპიადის (1956) და ევროპის (1960) ჩემპიონობა, ხოლო თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონი გახდა (1964) და ორჯერ (1971, 1972) III ადგილზე გავიდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  326 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: