ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ვახტანგ ქორიძე
დაბადების თარიღი: | 22 დეკემბერი, 1949 (75 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა ბათუმში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა ბათუმის “დინამოში” (1967-69, 1970-74), თბილისის “დინამოსა” (1969-70, 1975-80) და ლანჩხუთის “გურიაში” (1981). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 145 (22 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 194 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "დინამო" თბილისი (1977-1978)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
|