დაიბადა ბათუმში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა ბათუმის “დინამოში” (1971-73), თბილისის “დინამოსა” (1973-82) და ქუთაისის “ტორპედოში” (1983). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 165. სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო თბილისის “ლოკომოტივის” (1986), “სამტრედიისა” (1993) და ბოლნისის “სიონის” (1994-96) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია მისი შვილი ზურაბი (დაბ. 06.10.1981).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 197 გვ.