The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თამაზ კოსტავა

თამაზ კოსტავა
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1973-76, 1983-84), თბილისის “დინამოში” (1977-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 131 (1 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1978) და მესამე (1981) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-94). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  199 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: