The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მანუჩარ მაჩაიძე (კაპიტანი)

მანუჩარ მაჩაიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ამბროლაურში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის ”დინამოში” (1967-68, 1969-80), თბილისის ”ლოკომოტივში” (1969), ტაშკენტის ”ფახთაქორში” (1980), მოსკოვის ”სპარტაკში” (1981), ქუთაისის ”ტორპედოში” (1981-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 325 (43 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1971, 72, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი.  სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1970, 80). იყო თბილისის ”ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი (1984-85). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  195 გვ.


გააზიარე: