The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვიტალი დარასელია

ვიტალი დარასელია
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1957
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1982  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ოჩამჩირეში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი).  თამაშობდა ოჩამჩირის ”ამირანში” (1973-74), თბილისის ”დინამოში” (1975-82). სსრკ ნაკრებში ითამაშა 22 მატჩი (3 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებსა (1980) და იუნიორებს (1976) შორის, სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 192 შეხვედრა (26 გოლი), სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. გაიტანა გამარჯვების გოლი 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში. დაიღუპა ავტოკატასტროფაში სოფელ უბისთან ახლოს (ზესტაფონი).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  196 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: