The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დავით ყიფიანი

დავით ყიფიანი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1951
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 2001  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი. (ნახევარმცველი, თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “დინამოსა” (1968-69, 71-82) და “ლოკომოტივში” (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (7 გოლი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი (79 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1971, 72, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი (1977). გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (115 გოლი). იყო თბილისის “დინამოს” (1984-85, 88-91, 95-98), თბილისის “ლოკომოტივის” (1988), ნიქოზიის “ოლიმპიაკოსის” (კვიპროსი, 1992-93), იაროსლავის “შინიკის” (რუსეთი, 1998), ქუთაისის “ტორპედოს” (1999-2000, 2000-2001) და საქართველოს ნაკრების (1997, 1999-2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “დინამო” (1990, 95, 96, 97) და “ტორპედო” (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე “დინამომ” (1995, 96, 97) და “ტორპედომ” (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0:4). 1993 წელს მისი სახელი მიენიჭა გურჯაანის ცენტრალურ სტადიონს. 2001 წელს კი _ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოკატასტროფაში, გორი - თბილისის გზაზე, სოფელ წეროვანთან.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  194 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: