The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ გუცაევი

ვლადიმერ გუცაევი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის  ”დინამოში”  (1971-86).  ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული(1981). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი(1 გოლი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). მონაწილეობდა სსრკ უმაღლესი ლიგის 303 მატჩში (47 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1972, 76 გაზაფხული, 81) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი, (1976, 79) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს ახალგაზრდული (1996-97) და ეროვნული (1998-99) ნაკრებების, ვლადიკავკაზის ”ალანიისა”(2000) და ”მცხეთის” (2003) მთავარი მწვრთნელი, თბილისის ”დინამოს” გუნდის უფროსი (1987-90), საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი(1987), კლუბ ”მცხეთის” პრეზიდენტი (2002-03). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  199 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: