The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რევაზ ჩელებაძე

რევაზ ჩელებაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქობულეთში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა ქობულეთის “შუქურაში” (1973), ბათუმის “დინამოში” (1974-75, 1983-85), თბილისის “დინამოსა” (1976-82, 1985-87) და ლანჩხუთის “გურიაში” (1982). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 158 მატჩი (52 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). იყო ბათუმის “დინამოს” (1990-93), ქობულეთის “შუქურას” (1990-96) და რუსთავის “მეტალურგის” (1996-97) პრეზიდენტი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  196 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: