ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
თენგიზ სულაქველიძე
დაბადების თარიღი: | 23 ივლისი, 1956 (68 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი, მცველი). თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) და “ჰოლმსუნდში” (შვედეთი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს 16- და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი (1994-95, 2000). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 198 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
|