The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ახალკაცი

ნოდარ ახალკაცი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1938
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1998  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის სკვო-სა (1957-59) და “ლოკომოტივში” (1960-66). იყო თბილისის “ლოკომოტივისა” (1967-70) და “დინამოს” (1976-83, 1985-86) მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1981-82), თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1974-75), საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს მთავარი მწვრთნელი და უფროსი (1971-74), საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1990-98). მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი (1981), სსრკ ჩემპიონობა (1978) და თასი (1976, 79), იყო სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 – გაზაფხული, 1976 შემოდგომა, 1981) პრიზიორი. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. გარდაიცვალა მოსკოვში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  331 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: