The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბორის პაიჭაძე

ბორის პაიჭაძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1915
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1990  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ჩოხატაურში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა ფოთის გემთმშენებელი ქარხნის გუნდში (1933-34), თბილისის ზიი-ში (1934-35) და თბილისის “დინამოში” (1936-51). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 180 მატჩი (99 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1939, 40) და მესამე (1936 შემოდგომა, 46, 47, 50) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1936, 37, 46). გრიგორი ფედოტოვის სახელობის, ასიანთა კლუბის წევრი (135 გოლი). იყო თბილისის “დინამოს” (1953-54) მთავარი მწვრთნელი, სპორტსაზოგადოება “ბურევესტნიკის” რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე (1955-62), სპორტკომბინატ “დინამოს” (თბილისი) დირექტორი (1963-85). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ). 1990 წლიდან მისი სახელობისაა თბილისის ეროვნული სტადიონი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  186 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1936-1950)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1946 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1940 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1939 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1936 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: