The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ მარღანია

ვლადიმერ მარღანია
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1958  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ოჩამჩირეში. ფეხბურთელი (მეკარე). თამაშობდა სოხუმის ”დინამოში” (1945), სტალინოს ”სტახანოვეცში” (1946) და თბილისის ”დინამოში” (1947-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 180 მატჩი. სსრკ ჩემპიონატის მეორე (1951, 53) და მესამე (1950) პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  189 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1947-1953)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1951 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1950 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: