ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ავთანდილ ჭკუასელი
დაბადების თარიღი: | 31 დეკემბერი, 1931 |
გარდაცვ. თარიღი: | 12 სექტემბერი, 1994 (62 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1949-54, 1956-59), თბილისის “ლოკომოტივში” (1955). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 84 (29 გოლი). სსრკ ჩემპიონატების მეორე პრიზიორი (1951, 53). ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952). იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1976-84, 1987-88).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 188 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "დინამო" თბილისი (1951-1959)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1953 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
- 1951 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
|