დაიბადა სოხუმში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი, ნახევარმცველი). თამაშობდა სოხუმის “პიშჩევიკში” (1939), სოხუმის “დინამოში” (1940-41), თბილისის “დინამოში” (1943-61). სსრკ ნაკრებში ითამაშა 3 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 341 (127 გოლი). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1951, 53) და მესამე (1946, 47, 50, 59) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1946, 60). თბილისის “დინამოს” რეკორდსმენი სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გოლების მიხედვით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951, 54). გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (143 გოლი). იყო თბილისის “დინამოს” (1961-62) და “ლოკომოტივის” (1966-67) მთავარი მწვრთნელი, თბილისის “დინამოს” (1962-65) გუნდის უფროსი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 187 გვ.