The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზაურ კალოევი

ზაურ კალოევი
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1997  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “სპარტაკსა” (1950-51) და “დინამოში” (1952-56, 1959-64), მოსკოვის “ლოკომოტივში” (1957-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 249 მატჩი (116 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1953) და მესამე (1959, 62) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1957) და ფინალისტი (1960), სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1959, 1960), გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (139 გოლი). იყო ცხინვალის “სპარტაკის” (1965-67), ჭიათურის “მაღაროელის” (1968-70), თბილისის ასკ-ის (1973-75, 1980-83) და მცხეთის “არმაზის” (1986-88, 1991) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის ასკ-ის გუნდმა სამჯერ (1973, 1974, 1981) მოიპოვა სსრკ შეიარაღებული ძალების თასი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  189 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1953-1962)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1953 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: