The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი ჩოხელი

გივი ჩოხელი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1994  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თელავში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა თელავის “დინამოში” (1955), თბილისის “დინამოში” (1956-64). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი. ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 159 მატჩი (4 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1959, 62) და თასის გათამაშების ფინალისტი (1960). იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1969-70, 1974) და გუნდის უფროსი (1984-85). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1993 წელს მისი სახელი მიენიჭა თელავის ცენტრალურ სტადიონს.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  189 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1959-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1969 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: