The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მურთაზ ხურცილავა

მურთაზ ხურცილავა
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ბანძაში, გეგეჭკორი (ახლანდ. მარტვილი). ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა გეგეჭკორის “სალხინოში” (1959), თბილისის “დინამოსა” (1961-75) და ქუთაისის “ტორპედოში” (1975-76). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (6 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1972) პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1970). სსრკ ნაკრების კაპიტანი (23 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი (15 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 67, 69, 71, 72) და სსრკ თასის ფინალისტი (1970). იყო ზუგდიდის “დინამოს” (1977-79, 1981), სამტრედიის “ლოკომოტივის” (1980), ლანჩხუთის “გურიის” (1981-82, 1990), თბილისის “შევარდენი 1906-ის” (1983-87, 1988, 1992-94, 1996), “სამტრედიის” (1991-92, 1994-95), ზუგდიდის “ოდიშის” (1996-97), თბილისის “დინამოს” (1998-99), თბილისის “ლოკომოტივის” (1999) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  192 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1962-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: