The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი ნოდია

გივი ნოდია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1948
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 2005  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

 დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში" (1965-66), თბილისის "დინამოში" (1967-75), მოსკოვის "ლოკომოტივში" (1976-78). სსრკ ნაკრებში ითამაშა 22 მატჩი (5 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1972), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1972), ევროპის იუნიორთა ტურნირში გამარჯვებული (1966). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 314 მატჩი (93 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967, 69, 71, 72), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1970), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1970). გრიგორი ფედოტოვის სახელობის `ასიანთა კლუბის~ წევრი (113 გოლი). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1993,94) და ასევე ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი (1993-94). 1984 წლიდან წვრთნიდა საკლუბო გუნდებს. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  193 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1967-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1969 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: