The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



არმაზ შენგელია

არმაზ შენგელია
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1956
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 2017  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

  სსრკ სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი არმაზ შენგელია დაიბადა 1956 წლის 17 სექტემბერს ქ. გალში. 

1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი ფიზაღზრდის და თავისუფალი ჭიდაობის მასწავლებლის სპეციალობით. 

არმაზ შენგელიას სპორტული ცხოვრება იწყება 1970 წლიდან. 1970-1974 წლებში ვარჯიშობს ქ. გალში მწვრთნელ შოთა ჩხეტიანთან, 1974-1975 წლებში-ქ. სოხუმში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ შოთა კიკაბიძესთან, 1975-1982 წლებში-წვრთნას გადის თბილისის არმიის სპორტულ კლუბში (1975-1977 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში). 1981-1993 წლებში მუშაობდა  ქ. სოხუმის ბავშვთა სპორტულ სკოლაში მწვრთნელ-მასწავლებლად. 1993 წლიდან იყო საქართველოს ცენტრალური საბჭოს ”მართვეს” თბილისის სპორტული სკოლის თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი. 1977 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის წოდება, 1990 წელს კი დამსახურებული მწვრთნელის თვისუფალ ჭიდაობაში.

არმაზ შენგელიას 1977-1981 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (მსუბუქ წონაში), სსრკ-ის 1978 წლის ჩემპიონი.

არმაზ შენგელიას აღზრდილები არიან საქართველოს, სსრკ-ს, ევროპისა და მსოფლიოს პირველობის პრიზიორები (ჩემპიონები, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები). 

გარდაიცვალა 2017 წლის 25 ივნისს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" გალი

გააზიარე: