Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
არმაზ შენგელია![]()
Biographyსსრკ სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი არმაზ შენგელია დაიბადა 1956 წლის 17 სექტემბერს ქ. გალში. 1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი ფიზაღზრდის და თავისუფალი ჭიდაობის მასწავლებლის სპეციალობით. არმაზ შენგელიას სპორტული ცხოვრება იწყება 1970 წლიდან. 1970-1974 წლებში ვარჯიშობს ქ. გალში მწვრთნელ შოთა ჩხეტიანთან, 1974-1975 წლებში-ქ. სოხუმში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ შოთა კიკაბიძესთან, 1975-1982 წლებში-წვრთნას გადის თბილისის არმიის სპორტულ კლუბში (1975-1977 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში). 1981-1993 წლებში მუშაობდა ქ. სოხუმის ბავშვთა სპორტულ სკოლაში მწვრთნელ-მასწავლებლად. 1993 წლიდან იყო საქართველოს ცენტრალური საბჭოს ”მართვეს” თბილისის სპორტული სკოლის თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი. 1977 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის წოდება, 1990 წელს კი დამსახურებული მწვრთნელის თვისუფალ ჭიდაობაში. არმაზ შენგელიას 1977-1981 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (მსუბუქ წონაში), სსრკ-ის 1978 წლის ჩემპიონი. არმაზ შენგელიას აღზრდილები არიან საქართველოს, სსრკ-ს, ევროპისა და მსოფლიოს პირველობის პრიზიორები (ჩემპიონები, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები). გარდაიცვალა 2017 წლის 25 ივნისს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |