The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თამაზ ანდღულაძე

თამაზ ანდღულაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   "სპარტაკისა" და "დინამოს" კაპიტანი. გამორჩეული ნახევარმცველი. ღირსების ორდენის კავალერი. რაგბის თამაში დაიწყო 1969 წელს თბილისის "სპარტაკში". მალე ამ გუნდის კაპიტანიც გახდა. ამ გუნდმა მისი წინამძღოლობით მრავალი გამარჯვება მოიპოვა. ისინი იყვნენ "სპარტაკის" საკავშირო გათამაშების პრიზიორები. სომხეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები 1970 წელს. ბაქოში გამართული ამიერკავკასიის რესპუბლიკების ჩემპიონთა თასის გათამასების გამარჯვებული 1971 წელს. "გაზაფხულის" თასის საკავშირო ტურნირის გამარჯვებული. 1973 წლიდან ის თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს და ამ გუნდის კაპიტანია. 

   აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც ვერ შეელია რაგბის. იგი იყო საქართველოს რაგბის კავშირის წევრი და სემდეგ ვიცე - პრეზიდენტიც. პირადად მისი უშუალო ძალისხმევით საქ. რაგბის კავშირი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან პირველები მიიღეს რაგბის საერთაშორისო კავშირის (ირიბ-ის) წევრად. ეს მოხდა 1992 წლის 25 თებერვალს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (-1973)
  • "სპარტაკი" თბილისი (-1969)

გააზიარე: