The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ყუფარაძე

გიორგი ყუფარაძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

  საქ. დამსახურებული მწვრთნელი, გენერალ - მაიორი, დოქტორი, პროფესორი, გამომგონებელი, მწერალი, პუბლიცისტი, ღირსების ორდენის კავალერი. 

  დაიბადა თბილისში. წარმატებით დაამტავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა, ასევე წარმატებით დაამთავრა თბილისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი. მოსკოვში წარმატებით დაიცვა დისერტაცია. არის 30 ამდე გამოგონების ავტორი. არის რომანების პიესებისა და სცენარების ავტორი. რაც სეეხება რაგბის, ის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ცნობილი გუნდები "ლოკომოტივი" და ქუთაისის "აია" პირადად მისი ჩამოყალიბებულია. ასევე მას ეკუთვნის საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ამიერკავკასიის სამხედრო - საჰაერო ძალების მორაგბეთა ნაკრებების შექმნაც. გ. ყუფარიძის ღვაწლი სათანადოდ იქნა დაფასებული. მის მრავალ სპორტულ ჯილდოს ამშვენებს საქ. უმაღლესი ჯილდო - ღირსების ორდენი და რაგბის ფედერაციის ოქროს დიდი სამახსოვორო მედალი.


გააზიარე: