The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რამაზ გოგლიძე

რამაზ გოგლიძე
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1941  (78 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   ცნობილი სპორტული და საზოგადო მოღვაწე, ქართული რაგბის პიონერი, ღირსების ორდენის კავალერი.

    რაგბის თამაში დაიწყო საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში. მას გვერდს უმშვენებდნენ ქართული რაგბის ისეთი ოსტატები, როგორებიც იყვნენ: ირაკლი კიზირია, ზაურ მგელაძე, რომა ღვინიაშვილი, მიკა კვინიხიძე და სხვები. ამ შესანიშნავმა კოლექტივმა მნისვნელოვანი როლი ითამაშა ქართული რაგბის განვითარების ისტორიაში. სამწუხაროდ ბატონი რამაზი ნაადრევად ჩამოშორდა აქტიურ რაგბის, თუმცა მასთან კავშირი დღემდე არ გაუწყვეტია. იგი მოღვაწეობდა მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებზე, პარალელურად სპორტსმენებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. 80-იან წლებში საქ. სახელმწიფო სპორტკომიტეტსაც თავკაცობდა.

   დღეს ბატონი რამაზი კვლავ ქართული სპორტის აღმავლობისთვის იღწვის. იგი არის საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სოფტბოლის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი. მისი აგებულია ვარკეთილის სპორტული კომპლექსი, სადაც რესპუბლიკის ნაკრები გუნდები და მათ შორის მორაგბეებიც გადიან წვრთნას. ბატონ რამაზს დიდი გეგმები აქვს. მან გურჯაანის რაიონის ულამაზეს სოფელ ლელიანში 7 ჰექტარი მიწა შეიძინა და აშენებს კომპლექსს 100 სპორტსმენისთვის. აქ იქნება ბეისბოლისა და სოფტბოლის საერთაშორისო კლასის სავარჯიშო ცენტრი, სადაც მორაგბეებიც და ფეხბურთელებიც ინტენსიურად ივარჯიშებენ. აი ასეთ მამულიშვილურ საქმეს ჩაეჭიდა ვეტერანი მორაგბე.


გააზიარე: