Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
დიმიტრი ცინცაძე![]()
Biographyსპორტის ოსტატი, ქართული რაგბის პიონერი, ღირსების ორდენის კავალერი. დაიბადა საქართველოს ულამაზეს კუთხეში - გურიაში, კერძოდ ჩოხატაურში. მამამისი, ბატონი დიმიტრი ცინცაძე ცნობილი ლელო - ბურთელი გახლდათ და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ბუნებრივია, დიმაც ლელოს ეზიარა. შემდეგ თბილისში სწავლის დაწყებისას განაგრძო რაგბის თამაში უნივერსიტეტის გუნდში. ლელო აშკარად გამოადგა. ის თამაშობდა შერკინების პირველ ხაზში ცენტრალურ თავდამსხმელად. 1968 წელს უნივერსიტეტის გუნდში ის გახდა რესპუბლიკის თასის გათამაშების გამარჯვებული. (თსუ 50 წლისთავის სახელობის თასი) 1969 წელს ის სათამაშოდ მიიწვიეს საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მორაგბეთა ნაკრებში. ეს გუნდი "დინამოს" ბაზას წარმოადგენდა, მაგრამ მან თამაშის გაგრძელება "სპარტაკში" არჩია. 1970 წლიდან ის ამ გუნდის ცენტრალური თავდამსხმელია. აქ მან მოიპოვა მრავალი ჯილდო. იყო "სპარტაკის" ცს-ს პირველობების მრავაგზის პრიზიორი, სომხეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული 1970 წელს. ამიერკავკასიის რესპუბლიკების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი 1971 - 1972 წლებში. "გაზაფხულის" თასის მფლობელი 1971 წელს. ის აქტიურ სპორტს ჩამოცილდა, მაგრამ მწვრთნელობა შეუთავსა თავის ძირითად საქმიანობას. იგი ჩოხატაურის ახალგაზრდული ნაკრების "ლელოს" მთავარი მწვრთნელი იყო და საკავშირო პირველობაზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მისი დამსახურებაა ჩოხატაურის "ლელოს" ჩამოყალიბება. გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში ბრინჯაო მოიპოვა. დიმა ცინცაძემ საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობის დასაცავად ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |