The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ლიპარტელიანი

ნოდარ ლიპარტელიანი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

    სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

   ცნობილი სპორტსმენი და ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე დაიბადა ლენტეხში. ფიზიკურად ძლიერი აღნაგობის ათლეტით სპორტის სხვადასხვა სახეობის სპეციალისტები იყვნენ დაინტერესებულნი. მისი ძმაც, საკალათბურთო სამყაროში აღიარებული სპორტსმენი, ამჟამად კალათბურთის ფედერაციის თავკაცი, ბესიკ ლიპარტელიანი, ამაოდ ცდილობდა ნოდარიც კალათბურთელი გამხდარიყო, ნოდარმა რაგბი აირჩია და არც შემცდარა. იგი "ლოკომოტივის" თავდამსხმელი გახდა და მრავალი წარმატება იზეიმა. მას სსრკ-ს უძლიერესი გუნდები იწვევდნენ, მაგრამ თავისი გუნდის პატრიოტი არავის დათანხმდა. მან თავისი სიტყვა სსრკ-ს ნაკრებშიც თქვა - მან მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი. 

   


გააზიარე: