The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზაურ ასლანიკაშვილი

ზაურ ასლანიკაშვილი
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1941  (76 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

  ქართული რაგბის ერთ - ერთი პიონერი, ღირსების ორდენის კავალერი.

  დაიბადა თბილისში, რაგბის ეზიარა სასოფოლო - სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც თბილისის ერთ - ერთი პირველი გუნდი ჩამოყალიბდა. ამ გუნდში თამასობდნენ ქართული რაგბის ტვალსაჩინო წარმომადგენლები. ზ. ასლანიკაშვილი სწორედ ამ გუნდს ხელმძღვანელობდა. "სასოფლოს" გუნდი წარმატებით გამოდიოდა თბილისის ჩემპიონატებში. გუნდმა წარმატებით იასპარეზა პიატიგორსკში, მინსკში, რიგასა და კალინინგრადში.

   ზ. ასლანიკაშვილი სპორტულ საქმიანობას კარგა უხამებდა სამეურნეო მოღვაწეობას. იგი დღესაც ქალაქის გამწვანება- გალამაზებას ემსახურება და ყველაფერს მაღალ დონეზე აკეთებს. სპორტული ნადავლის გარდა მას მრავლად აქვს მოპოვებული სამთავრობო ჯილდოები. დაჯილდოებულია მ. მამულაშვილის სახელობის მედლით. ამ კოლექციას კი ამშვენებს საქართველოს უმაღლესი ჯილდო - ღირსების ორდენი.


გააზიარე: