The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ავთანდილ დვალი

ავთანდილ დვალი
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   ქართული რაგბის ერთ - ერთი პიონერი, ღირსების ორდენის კავალერი.

   პირველი თაობის მორაგბეთა ღირსეული წარმომადგენელი რაგბის თამაშობდა "განთიადში" და "სპარტაკში". "განთიადში" თამშისას გახდა სსრკ-ს პროფკავშირული გუნდების პირველი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. დვალი თავის გუნდთან ერთად თბილისის ორგზის ჩემპიონიც გახდა. სამწუხაროდ თამაშის დროს ტრავმა მიიღო და იზულებული გახდა რაგბის დამშვიდობებოდა. ის დღესაც აქტიურად მონაწილეობს ვეტერან მორაგბეთა საქმიანობაში. რაგბი დრესაც მისი ცხოვრების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის არის ვეტერანთა კავშირის წევრი, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მუშაობს თბილისის საგზაო - სამსენებლო სარემონტო სამმართველოს უფროსად. 


გააზიარე: