Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
თემურ ჯორჯაძე![]()
Biographyქართული რაგბის პიონერი, ცნობილი არქიტექტორი, პროფესორი, სპორტის ოსტატი, მრავალი სამთავრობო და სპორტული ჯილდოს მფლობელი. ქართული რაგბის ერთ - ერთი ფუძემდებელი დაიბადა ქალაქ თბილისში, დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1962 წლიდან დაიწყო რაგბის თამაში. ასპარეზობდა სპი-ს ა თსუ-ს მორაგბეთა ნაკრებ გუნდებში. 1964 წელს შეიქმნა ქართული რაგბის სიამაყე - "ლოკომოტივი", სადაც თ. ჯორჯაძე მიიწვიეს და ამ გუნდის წამყვანი მორაგბე გახდა. 1970 წელს მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ასპირანტურაში, რაგბისთვის ამ პერიოდში თავი არ დაუნებებია და წარმატებით ასპარეზობდა მოსკოვის "სპარტაკში". მისი მეორე გატაცებაა აღმოსავლური ორთაბრძოლები. საქართველოში ამ სპორტის დაფუძნება მის სახელთანაა დაკავშირებული და დღემდე ის ამ სახეწობის ფედერაციის პრეზიდენტია. მიღებული აქვს მრავალი სპორტული ჯილდო როგორც რაგბიში, ასევე კარატეში. ის გადაღებულია რამდენიმე ქართულ ფილმში და აგრეთვე ასწავლის თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნებში ლექციების წასაკითხად და იქაური უნივერსიტეტების პროფესორის წოდებასაც ფლობს. მან არქიტექტურაში შექმნა ახალი ხაზი - "განათება და ფერით მოდელირება", რისთვისაც გერმანიის კანცლერმა გადასცა ამ ქვეყნის ერთ - ერთი მაღალი ორდენი - წმინდა გიორგის ჯვარი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |