The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დავით თევზაძე

დავით თევზაძე
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

 დაიბადა სოხუმში.  ფილოსოფიის დოქტორი, გენერალ - ლეიტენანტი, გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.

  ცნობილმა მეცნიერმა და სახელმწიფო მოღვაწემ რაგბის თამაში 1969 წელს დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებში, დათო დავითაიას ხელმძღვანელობით. ბუნებით სპორტსმენად დაბადებულს დიდი წარმატებები ჰქონდა აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნებაში და ამ სპორტის ხარისხებიც ჰქონდა მინიჭებული. "მაგრამ რაგბი მაინც სხვაა" - თქვა მან ერთხელ და იქაც თავი გამოიჩინა. 1979 წლიდან სათამაშოდ მიიწვიეს "სპარტაკში". თამაშობდა თავდასხმაში პირველ ნომრად. იყო ამ გუნდის საკავშირო პირველობების მრავალგზის პრიზიორი, რესპუბლიკის ჩემპიონი. ის არის ამავედროს შესანიშნავი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი. არჩეულია აშშ საზოგადოებრივ მეცნიერთა აკადემიის წევრად. იგი ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილეა. სხვა მეგობრებთან ერთად 9 აპრილს თავი გამოიჩინა ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამას მოყვა აფხაზეთი...იყო 11 ბატალიონის მეთაური და ამ პერიოდიში მძიმე ჭრილობაც მიიღო. ამის შემდეგ დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად და აქტიურად იღწვოდა ამ სფეროში. დაჯილდოებულია გორგასლის I ხარისხის ორდენით. მისი დიდი სურვილები და ნატვრაა - დაიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, აგრეთვე საქ. მორაგბეთა ნაკრებმა აჩვენოს ღირსეული შედეგი მსოფლიო თასის გათამაშებაში.


გააზიარე: