შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
კლოდ სორელი![]()
ბიოგრაფიაფრანგმა მორაგბემ ქართული რაგბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ის საქართველოში ჯერ მრჩევლად ჩამოიყვანეს, შემდეგ კი ნაკრების უფროსი მწვრთნელი გახდა. რუსეთთან პირველი გამარჯვების სიხარული მისი თავკაცობის დროის კუთვნილებაა, შემდეგ რუმინეთიც დაამარცხეს და ევროპის "ერთ თასსაც" თბილისში გამოაზამთრებინეს. საქ. ეროვნული ნაკრები 2003 წელს მსოფლიო თასის გათამაშებაში კლოდ სორელის დროს მოხვდა. ამ პერიოდში საქართველო მსოფლიო 20 საუკეთესო გუნდს შორის ასპარეზობდა ავსტრალიაში. კლო სორელი სამხრეთ საფრანგეთიდანაა. მონპელიეში ცხოვრობს და მეღვინეობითაცაა დაკავებული. ის ამ საქმითაც ახლოს იყო ქართველებთან. ამჟამად სორელი რუსეთის 7-კაცა მორაგბეთა გუნდის ერთ - ერთი ხელმძღვანელია. ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2001 წელს გადასცეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - ღირსების ორდენი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |