The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ჯუმბერ დემეტრაშვილი

ჯუმბერ დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

    ცნობილი მორაგბე, ქუთაისური რაგბის ერთ-ერთი მესაძირკვლე, სპორტის ოსტატი.

   ქუთაისური კლუბი "აია" მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთია, რომელმაც სამჯერ ზედიზედ მოიპოვა სსრკ-ს ჩემპიონობა და ორჯერ სსრკ-ს თასი. ეს რეკორდი სამუდამოდ დარჩა რაგბის ისტორიაში. ეს წარმატება ნამდვილად არ იქნებოდა, 1965 წელს გოგი ყუფარიძეს ქუთაისში მორაგბეთა გუნდი რომ არ ჩამოეყალიბებინა. ამ გუნდის კაპიტნად მაშინ ჯუმბერ დემეტრაშვილი აირჩიეს და ისიც სანამ სპორტს თავს დაანებებდა, ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი კაპიტნობისას გამოიკვეთა ქუთაისელთა სარაგბო ხელწერა, რომელიც 80-იან წლებში ასე წაადგა მათ მემკვიდრეებს. დღეს ამაგდარი სპორტსმენი კვლავ ახალგაზრდული ენერგიით იღწვის ქართული რაგბის საკეთილდღეოდ. იგი ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმის წევრია და ხშირად ასპარეზობს ვეტერანთა მატჩებში. 

   ბატონი ჯუმბერის ღვაწლსა და ამაგს უკვალოდ არ ჩაუვლია. მისი სახელი ოქროს ასოებით შევიდა ქართული რაგბის ისტორიაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდიუმი, წევრი

გააზიარე: