The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნუგზარ ძაგნიძე

ნუგზარ ძაგნიძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1967
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2013  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

 დაიბადა ქუთაისში. მორაგბე (15, 10 ნომერი). თამაშობდა ქუთაისის “აიაში” (სსრკ ჩემპიონი – 1987, 88, 89; მეორე პრიზიორი – 1984; მესამე პრიზიორი – 1985, თასის მფლობელი – 1987, 90; საქართველოს ჩემპიონი – 1990, 91, 95), ჩოხატაურის “ჯანში” (საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი – 1992). 1989-95 წლებში საქართველოს ნაკრებში ითამაშა 12 მატჩი (105 ქულა, პირველმა გადალახა 100-ქულიანი ზღვარი.). ნაკრების პირველ შეხვედრაში (1989, ზიმბაბვესთან) მოიპოვა ყველა, 16 ქულა. ეროვნული გუნდის პირველი ლელოს, საჯარიმოს, გარდასახვისა და არეკნის ავტორი. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ქუთაისის “აიას” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. საქართველოს ნაკრებში თამაშობდა მისი ძმა ემზარიც (დაბ. 01.07.1970).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 304 გვ.


გააზიარე: