შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
თამაზ მგელაძე![]()
ბიოგრაფიაცნობილი მორაგბე, სსრკ-ს მრავალგზის ჩემპიონი, მრავალი სპორტული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. დაიბადა თბილისში. მორაგბე (შუამარბი, 13 ნომერი). საბჭოეთის 6-გზის ჩემპიონი (1966, 1967, 1968 ემვეტეუ; 1971, 1976, 1977 ვევეა). საბჭოეთის ნაკრების წევრი (1975-1977). თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი (1987-1988). რაგბის მხარდამჭერთა ლიგის შექმნელი და ჟურნალის გამომცემელი. კლუბები: დინამო; ემვეტეუ, ვევეა (რუს); ლოკომოტივი, შევარდენი; ლელო (მწვრთნელად). ის ქართველთაგან ყველაზე მეტი "ოქროს" მფლობელია. მოსკოვში, ასპირანტურაში სწავლისას "MBTУ"-ში თამაშობდა და იქ მოიპოვა ოქროს და ვერცხლის პრიზების დიდი რაოდენობა. 5 ჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი. პირველად თავის მშობლიურ "დინამოში" 1966 წელს აიღო ვერცხლის მედალი, შემდეგ ეს კოლექცია მოსკოვშიც გაზარდა. დიდხანს თამაშობდა სსრკ-ს პირველ ნაკრებში. დიდ სპორტს რომ ჩამოშორდა, მწვრთნელობა გადაწყვიტა და აქაც ისახელა თავი. მისი თაოსნობით შეიქმნა "რაგბის მხარდამჭერთა ლიგა", დებულება თვითონ შეიმუშავა და ეს საზოგადოება ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ქართული რაგბის აღმავლობისთვის. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 302 გვ
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |