The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



მალხაზ კოროშინაძე

მალხაზ კოროშინაძე
Date of birth:19??
Category:Referee, Rugby

Biography

  საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის არბიტრი, მრავალი სპორტული ჯილდოს მფლობელი, "სპარტაკის" ლეგენდარული კაპიტანი. 

  ის 70-იანი წლების მორაგბეთა ელიტის მშვენება გახლდათ. რაგბი თბილისის "სპარტაკში" დაიწყო და ბოლომდე ამ კლუბს უერთგულა. ის საბჭოთა ნაკრების კანდიდატიც გახლდათ. ის მეორე ხაზში გამოდიოდა და ფიზიკური აღნაგობაც უწყობდა ხელს. 1972 წლიდან ის "სპარტაკის" კაპიტნად აირჩიეს და 80-იან წლებამდე სამკლაური არ მოუხსნია. მის გუნდს მისი თავკაცობით მრავალი გამარჯვება უზეიმია- როგორც ადგილობრივ, ისე საკავშირო სარბიელზე. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ის სარაგბო მსაჯი გახდა და აქაც  წარმატებით იღწვოდა. 1987 წელს სსრკ-ში ერთ - ერთი საუკეთესო იყო, რის გამოც "ოქროს სასტვენით" დააჯილდოვეს. იგი საკავშირო ფედერაციის მსაჯი კოლეგიის წევრი გახლდათ. საკავშირო ასპარეზობების გარდა მრავალი საერთაშორისო მატჩიც აქვს ჩატარებული.

  ის დღესაც ახალგაზრდული შემართებით ემსახურება ქართულ რაგბის. ეროვნულ რაგბის კავშირში ჭაბუკთა საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარეა და სიყვარულით უძღვება ამ რთულ საქმეს.


Share: