The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ თიკანაძე

მიხეილ თიკანაძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1983  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მაკვანეთში (ოზურგეთი). თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის (1971) გუნდურ ჩათვლაში. მისი აღზრდილები არიან: ვახტაგ ბალავაძე, ტარიელ ალიბეგაშვილი და ვლადიმერ არსენიანი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  325 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: