The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ კუხიანიძე

ვახტანგ კუხიანიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1985  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მსაჯი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1940) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იყო სსრკ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1950-იანი წლები). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ხელმძღვანელობდა სსრკ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდებს. მისი აღზრდილები არიან: არსენ მეკოკიშვილი, სერგო გაბარაევი, ნიკოლოზ მუზაშვილი, ვაღარშაკ მაჩკალიანი (ყველა – თავისუფალი ჭიდაობა) და შალვა ჩიხლაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  326 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: