The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ავალიშვილი

გიორგი ავალიშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1986  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (183 სმ). თამაშობდა თბილისის “ნაუკაში” (1929-31), “მედსანტრუდში” (1932-34), “სპარტაკში” (1935-36), “სტროიტელსა” (1937) და “დინამოში” (1938-50). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1947). იყო თბილისის “დინამოს” და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების  მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელი (1945-68). მისი თავკაცობით “დინამო” გახდა სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), მეორე (1960) და მესამე (1952) პრიზიორი, ორჯერ მოიპოვა სსრკ თასი (1950, 51), საქართველოს ნაკრები კი სსრკ ხალხთა II სპარტაკიადაში (1959) მეორე ადგილზე გავიდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  326 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ნაუკა" თბილისი

გააზიარე: