The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევან ფალავანდიშვილი

ლევან ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1997  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (177 სმ). მრავალფეროვანი სპორტული კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა (1920-23), თბილისის გიმნაზიაში არჩილ ბაქრაძის ხელმძღვანელობით მეცადინეობდა, შემდეგ ფეხბურთმა გაიტაცა. თამაშობდა “მალსტრემში” (1924-26). წარმატებებს მიაღწია მძლეოსნობაშიც – 1928 წელს სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში მონაწილეობდა და საქართველოს ორი რეკორდიც დაამყარა (ხელყუმბარის ტყორცნასა და სამხტომში). თამაშობდა საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრებშიც (1934). კარიერის უდიდესი ნაწილი კალათბურთს დაუთმო. ამ სახეობაში ვარჯიში 1926 წელს დაიწყო. თამაშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში (1927-29), თბილისის ნაკრებსა (1929-34) და “დინამოში” (1934-45). იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1935). ქართველ კალათბურთელთაგან პირველმა ითამაშა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1934). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. მსაჯად იყო მიწვეული ევროპის არაერთი ჩემპიონატის შეხვედრებზე. ღირსების ორდენის კავალერი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: