Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
სურენ ოგანეზოვი
Biographyმისი სპორტული კარიერა "თბილისის საბჭოთა ვაჭრობის მუშაკთა გუნდში" დაიწყო (1924–1929). 1930 წლიდან თამაშობდა თბილისის „სტროიტელში“ (1930–1934). 1935 წლიდან, ომის დაწყებამდე, იყო თბილისის „დინამოს“ მოთამაშე (1935–1941). სურენ ოგანეზოვი გახლდათ დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1944 წელს დაბრუნდა მოქმედი არმიიდან და თბილისის არმიის სპორტული კლუბის (ასკ თბილისი) გუნდში განაგრძო თამაში (1944–1949). ამ გუნდში თამაშის პერიოდში ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1944, 1946) და ერთხელ საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1945) გახდა. 1948 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ერთ-ერთ ახალგაზრდულ სპორტულ სკოლაში კალათბურთის მწვრთნელად. წყარო: Баскетбол. Справочник / Составители З. А. Генкин, Е. Р. Яхонтов. — М.: Физкультура и спорт, 1983. — С. 201. — 224 с. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |