ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ლევან ძეკონსკი
დაბადების თარიღი: | 30 დეკემბერი, 1912 |
გარდაცვ. თარიღი: | 12 დეკემბერი, 1993 (80 წლის ასაკში) |
კატეგორია: | კალათბურთი, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა ალექსანდროპოლში (ახლანდ. გიუმრი, სომხეთი). კალათბურთელი (174 სმ). თამაშობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში (1933-38), თბილისის “ლოკომოტივსა” (1938-41) და თბილისის არმიელთა გუნდებში – დკა, ტდო, ტოდო (1944-47). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1944, 46), ორგზის მეორე (1940, 45) და მესამე (1939) პრიზიორი. იყო თბილისის არმიელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი (1942-49), პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალთა გუნდისა (სპი) და საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1950-77). მისი ხელმძღვანელობით სპი-ს ქალთა გუნდი ორჯერ გახდა სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1966, 67). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები (1953).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|