The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სულიკო თორთლაძე

სულიკო თორთლაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1982  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა ქუთაისის "დინამოსა" (1938-40, 44) და თბილისის "დინამოში" (1945-52). სსრკ ჩემპიონი (1950), მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1949). ბავშვთა კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. მისი აღზრდილები არიან: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე და გელა დარსაძე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  327გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: