The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ჯორჯიკია

ნოდარ ჯორჯიკია
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2008  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთელი (188 სმ). თამაშობდა თბილისის “უნივერსიტეტში” (1941-მდე), თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა (1944-49) და თბილისის “დინამოში” (1950-55), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-52). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952), ევროპის ჩემპიონი (1947), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1944, 46, 50, 53, 54), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1945) და მესამე (1952) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1950, 51), 1954 წლის სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  125 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1947-)

გააზიარე: