The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ კეკელიძე

მიხეილ კეკელიძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 1973  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის “ნაუკასა” (1939-41) და “დინამოში” (1942-50). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 50). იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრებისა (1947-65) და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) გუნდის მთავარი მწვრთნელი (1950-71). მისი ხელმძღვანელობით იუნიორთა ნაკრებმა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა (1957), სპი-ს გუნდმა კი სტუდენტთა არაერთი საკავშირო ტურნირი მოიგო. საქართველოში კალათბურთელ ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის განათლების ბავშვთა სპეციალიზებულ საკალათბურთო სკოლასა და ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეს. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  328 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: