The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევან ინწკირველი

ლევან ინწკირველი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 2010  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთელი (177 სმ). თამაშობდა თბილისის ”დინამოში” (1947-64), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54) ორგზის მეორე (1959, 61) და მესამე (1948, 52) პრიზიორი, სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1949, 50, 51). იყო თბილისის ”დინამოს” მოთამაშე- მწვრთნელი (1963-64) და მთავარი მწვრთნელი (1967-70). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  126 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: