The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გურამ მინაშვილი

გურამ მინაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2015  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (186 სმ). თამაშობდა თბილისის ”დინამოში” (1953-67), თბილისის ”სინათლეში” (1968-71). სსრკ ნაკრების წევრი (1957-64), XVII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 59, 63), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962) და ფინალისტი (1960). საერთაშორისო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1967). მაირანოს თასის მფლობელი და საუკეთესო მოთამაშე (1958). სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 60, 61) და მესამე (65) პრიზიორი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სტუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1984-იდან), ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  127 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: