The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ უგრეხელიძე

ვლადიმერ უგრეხელიძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1939
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 2009  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (192 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1958-74). სსრკ ნაკრების წევრი (1960-65), რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონი (1961), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1960, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). მაღალი ნახტომისა და ჰაერში შეყოვნების უნარის გამო მეტსახელად “პტიცა” შეარქვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, თსუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1997-იდან), დოცენტი, ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  126 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: