The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზურაბ საკანდელიძე

ზურაბ საკანდელიძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1945
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 2004  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთელი (186 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1963-75) და სსრკ ნაკრებში (1965-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 67, 69, 71) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფობელი (1969), ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსებისა  და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენების  კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  129 გვ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1963-1975)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: