The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ამირან სხიერელი

ამირან სხიერელი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

 დაიბადა ონში. კალათბურთელი (199 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1959-73). სსრკ ნაკრების წევრი (1961-67). ევროპის ჩემპიონი (1965), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968) და სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ თასის მფლობელი (1969). თბილისის “დინამოს” მწვრთნელი (1973-81). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  128 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1959-1973)

გააზიარე: