The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ ქორქია

მიხეილ ქორქია
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 2004  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთელი (196 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოსა” (1965-79) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-77). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი მეპატრონე და მისი პრეზიდენტი (1998-იდან). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  130 გვ.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1965-1979)

გააზიარე: